შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, მიხეილ კალანდია დააკავონ.
როგორც ერთ-ერთი მოკლულის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, მოთხოვნა უცვლელია და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მტკიცებულებების განადგურებას ხელი შეუწყო.
მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, როცა სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, საზოგადოებაც გაიგებს.
„გამორიცხული არაფერია. ბატონმა ზაზამ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რისი გაცემის შესაძლებლობა და რა მოცულობითაც მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას კანონი გვაძლევდა, სამინისტრო, როგორც კი უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს,“ – განაცხადა გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.