ახლადაღმოჩენილ უსინათლო ამფიბიას, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, დერმორფის დონალდ ტრამპი.
როგორც BBC წერს, ამფიბია პანამაში იპოვეს.
მედიასაშუალების ცნობით, კომპანია EnviroBuild-ის ხელმძღვანელმა ამფიბიისთვის სახელის შერჩევის უფლება აუქციონზე 25 000 დოლარად შეიძინა. აღნიშნული თანხა ქველმოქმედებაში გადაირიცხება.
„დერმორფის დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე და შესაძლოა, მისი სეხნიის მიერ ამ პრობლემასთან ბრძოლის არასწორი პოლიტიკის მსხვერპლიც კი გახდეს. ის ძალიან ჰგავს დონალდ ტრამპს, რადგან ხშირად მალავს თავს ქვიშაში, ტრამპიც ასე იქცევა, როდესაც საქმე კლიმატის ცვლილებებს ეხება“, – განაცხადეს კომპანიაში.
უსინათლო ამფიბია პირველი არსება არაა, რომელსაც ტრამპის სახელი დაარქვეს.
გასულ წელს, ბიოლოგმა ვაზრიკ ნაზარიმ მწერს ნეოპალპა დონალდ ტრამპი დაარქვა. ნაზარის თქმით, მწერის თავის მოყვანილობამ და ფერმა ტრამპი მოაგონა.