“აუცილებლად ვუჩივლებ ორღობის მეზღაპრეს- ელისო კილაძეს”, – ამის შესახებ აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კუჭაშვილის თქმით, კილაძე წერს, რომ მამამისზე ინფორმაციები მისდის გლდანის ციხიდან, სინამდვილეში კი კუჭაშვილის ამმა რუსთავის საპყრობილეში იხდის სასჯელს.
“ახლა დამისქრინეს ჩემმა მეგობრებმა საოცრად ბინძური მასალა, სულ ვცდილობდი შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, მაგრამ ასე უკვე შეუძლებელია! ეს ბინძური, ქალის არამსგავსი, უკიდურესად მწვავედ შეეხო ჩემს ოჯახს, კერძოდ პატიმარ მამაჩემს! წერს რომ ინფორმაციები მოსდის გლდანის ციხიდან, არადა მამაჩემი რუსთავში ზის:) ინფო, რომ აშკარად ტყუილია ფაქტია, მაგრამ ამ სიბინძურის გავრცელება ჩემს ემოციებზე თამაშს და ამით ჩემს განეიტრალებას ემსახურება! გაინტერესებთ რას ვაპირებ მე? : ყველამ იცით რომ პოსტოპერაციულ პერიოდში ვარ და ისედაც მსგავსი კამპანია ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, როგორც კი გავმოჯანმრთელდები, აუცილებლად ვუჩივლებ ორღობის მეზღაპრეს- ელისო კილაძეს! მამას თავისი ცხოვრება აქვს. მომწონს თუ არა, მე ჩემი გზა მაქვს!!! შეეშვით მამაჩემსს!!! არგუმენტებით უპააუხეთ ჩემს კრიტიკას! საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia და მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის თუ რეაგირებას ვერ მოახდენთ “ჩიტების” შიშით”, – წერს შაკო კუჭაშვილი.
მოგვიანებით კუჭაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
მე და ჩემი ძმის (Tornike Kutchashvili) ბოლო საჯარო პასუხი ელისო კილაძეს.(სამართლებრივ პასუხს აუცილებლად მიიღებს) შენ…
Gepostet von Shako Kutchashvili am Mittwoch, 19. Dezember 2018