ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას”

არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

წირვა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღევლინა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, სწრაფად შემწეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზი იყოს მფარველი ყოველი გაჭირვებული ადამიანისა“, – განაცხადა ილია მეორემ.

 

იტვირთბა....