ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

კირკიტაძე თელავის პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.

მისი თქმით, პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით,  აქციის გამართვას გეგმავს.

იტვირთბა....