საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აისის, ჩაჩავას, ფერაძის, ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ნოსირის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.