ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

17-20 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემერატურა 7, +9 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....