„არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 2020 წელს ჩატარდება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ერთი მხრივ, დიალოგს ითხოვს და მეორე მხრივ, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
“არ ვიცი, თან დაუმორჩილებლობა და თან დიალოგი რომელ პოლიტიკურ კულტურაში წერია. ან ერთი გზა უნდა აირჩიონ ან – მეორე. მიხეილ სააკაშვილის რიტორიკასა და ტონალობას თუ მიჰყვებიან, ამ ყველაფრით ცუდად წარმოჩნდებიან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.