პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გუშინ, ოპოზიციის აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ.
ჩუგოშვილის თქმით, ის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ელოდება.
„პოლიტიკურად, ოპოზიციის მცდელობები სრულიად სახედაკარგული იყო. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გადაფარვის თუ ჩაშლის მცდელობები იყო. სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში კონსტიტუციური უფლება კი არა, კანონდარღვევები და დანაშაულები ვიხილეთ. მათ შორის, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის შეთავაზებაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა. ვინც აგრესიულად იქცეოდა და სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას ამტვრევდა, იმ ადამიანების ამოცანა გადაადგილება კი არ იყო, არამედ საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორც წარმოაჩინეს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.