მთავარი ციტატა

“მთავრობამ ბანკები “ნარკოტიკულ” ნემსზე დასვა და ინექციის გარეშე “ლომკა” ეწყებათ”

ერთი ხელით(პირით) იძახიან ჭარბვალიანობას ვებრვძვითო და მეორე ხელით(პირით, ესე იგი, თუ კი ”იძახიან”) ამ ჭარბვალიანობის წამახალისებელი რესურებით ამარაგებდე კომერციულ ბანკებს( ე. წ. ”იაფი ფულის” პოლიტიკა), სადაა აქ ლოგიკა?

ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებმა ასტრონომიულ ნიშნულს უწია, 1,970 მილიარდი ლარი გახდა.

როცა ეკონომიკა ბოლო ოთხ წელიწადში გაიზარდა მხოლოდ 26 პროცენტით, დაახლოებით ამ ფარგლებში-ფასები, ბიუჯეტი 28 პროცენტით და საერთოდ არაფერი გაზრდილა ორნიშნა რიცხვზე მეტად, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა ფულის მიწოდებასთან, ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკზე გაცემული ე.წ. რეფინანსირების სესხები გაიზრდა 300 პროცენტით.

ეროვნულ ბანკში აქვთ სტანდარტული პასუხი: იზრდება იმ ზომით, რამდენიც მოთხოვნა აქვს ეკონომიკასო. სად არის ამ მასშტაბის ეკონომიკა რომ ფულის მიწოდებაც ამ მასშტაბის იყოს?( სხვა საკითხია, რამდენად სწორია, რომ ეროვნული ბანკი ვალდებულია ”მიაწოდოს” საკრედიტო რესურსები ბანკებს ან ბოროტად იყენებდეს ამ ინსტრუმენტს).

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ დასვეს ბანკები ”ნარკოტიკულ” ნემსზე და მათი ინექციების გარეშე ”ლომკები” ეწყებათ. ესაა პრობლემა და არა ზედმეტად გაბუქებული ე.წ. ჭარბვალიანობა” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

იტვირთბა....