ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: პოლიციამ თელავამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პოლიციამ თელავამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა და ამის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ.

მისივე თქმით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფეხით გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევენ.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს პასუხი არ აქვს, გზა რატომ გადაკეტეს. კანონზე მე მელაპარაკება და მე მიხსნის, კანონიერი უფლება გვქონდაო. სრული სისულელე, აგონიაში არიან, თელავამდე 40 კილომეტრი დარჩა და უბრალოდ, არ გვიშვებენ. ჩაკეტილია გომბორი, ყვარელი და ახლა აქ ჩაგვიკეტეს.

სრული უკანონობაა, ასეთი არსად არაფერი ყოფილა. ეს განუკითხაობაა. ადამიანებს კანონიერი უფლება აქვთ წყნარად და მშვიდად, გააპროტესტონ და რეალურად, არ უშვებენ. გაფრთხილებულები არ ვიყავით, ჩვენ დავაანონსეთ აქციის გამართვა, მოვდიოდით წყნარად, მშვიდობიანად. მოქალაქეებიც დგანან აქ და არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავდნენ. ფეხითაც არ გვიშვებენ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....