ახალი ამბები მთავარი ციტატა

აკაკი ზოიძე – უნდა გავასამართლოთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი, ხალხის სასამართლოთი

“უნდა გავასამართლოთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი. აქამდეც უნდა გაგვესამართლებინა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საკმარისი ის რეზოლუცია, რომელიც მივიღეთ და 80 ადამიანი მივეცით პასუხისგებაში, მთავარი არქიტექტორები ვინც იყვნენ. დღეს ბოდიშის მოხდა არ უნდათ, მოდიან და იძახიან, რომ ჩვენ არაფერი ჩაგვიდენიაო. ხმები მიიღეს 2012 წლის არჩევნებში და ეს არაფერ შუაშია. პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს, ხალხის სასამართლო. ნიუნბერგის პროცესს არ ვგულისხმობ. დანაშაულებრივ პარტიად გამოცხადებას არ ვგულისხმობ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ გადაცემაში “პირველები”.

იტვირთბა....