„ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია მხოლოდ ერთ რამეზე, რომ აღასრულოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, ახალი კონსტიტუცია რეალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა.
„ეს კონსტიტუცია აკანონებს იმ ძალადობრივ რეალობას, რაშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს და სასამართლოს რეფორმირების შესაძლებლობას სპობს, რომ ზაზა სარალიძემ და მისმა მსგავსმა ადამიანებმა სამართალი იპოვონ ამ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ეს კონსტიტუცია ინარჩუნებს იმ უსამართლო საარჩევნო სისტემას, რომლის წყალობითაც “ქართულმა ოცნებამ”, თუნდაც 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშილის ფიცის დადების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება.