“ქართული ოცნების” წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა იმაზე, რომ საქართველოს წარსულით შეიცვალოს მომავალი.
მისი თქმით, ოპოზიციას დროულად მართებს, არჩევნების შედეგი აღიაროს და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში.
„ ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ვითომ სკანდალური ბრიფინგი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში რა დავინახეთ? საზოგადოებას პირადობის მოწმობები გაყალბების მექანიზმად მიყიდეს, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მოწმობები მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა, ან მათმა ოჯახებმა მედიასაშუალებებს ჩააბარეს ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციები არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის.
მათ შორის ნიკა მელია, რომელიც პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად კვარტალში ერთხელ მოდის. მათ სურთ, ჩრდილი იმ დემოკრატიულ მიღწევას მიაყენონ, როდესაც არჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტი ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზიდენტო მანდატს და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა“,- განაცხადა გია ვოლსკი.