ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ბაღი „ეკო“ – სწორი არჩევანი თქვენი შვილების მომავლისთვის

მშობელმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჯობს მისი შვილისთვის, მითუმეტეს, როცა საქმე საბავშვო ბაღის არჩევას ეხება. სწორედ ამიტომ, „მეტრონომი“ საბავშვო ბაღ „ეკოს“ ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს, თამთა გვაზავას გაესაუბრა.

როგორც თამთა გვაზავამ „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი ბაღში ოჯახურ გარემოში იმყოფება და მასზე მოსიყვარულე მასწავლებლები ზრუნავენ.

 „მეტრონომი“ : რატომ გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი კონკრეტულად ამ ბაღში გეტარებინათ?

თამთა გვაზავა: საბავშვო ბაღი „ეკო“ ჩემმა ნაცნობმა მირჩია, რადგან თვითონაც აქ დაჰყვადა ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქუჩაზე ბევრი ბაღია და „ეკო“ ჩემი სახლიდან საკმაოდ შორსაა, ყველაზე მისაღები პირობები ჩემთვის და რაც მთავარია, ჩემი შვილისთვის, მაინც აქ აღმოვაჩინე. კეთილმოწყობილი ეზო, კარგად აწყობილი კვება, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა, ჰიგიენა, კეთილგანწყობილი მასწავლებლები – ეს ზუსტად ის პრიორიტეტებია, რამაც გადამაწყვეტინა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, შვილი – „ეკოში“ მიმეყვანა.“

 „მეტრონომი“: თუ მოგწონთ საბავშვო ბაღ ეკოს პროგრამები და სწავლების მეთოდები?

თამთა გვაზავა: პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვი შეჩვეულიყო გარემოს. შემდეგ, დავინტერესდი, რომელ ენებს ასწავლიდნენ ან დამატებითი აქტივობები თუ ჰქონდათ. ბავშვმა ძალინ მალე ინგლისურად საუბარი დაიწყო და რუსულადაც კი მღეროდა. ინგლისურის სწავლების მეთოდი ძალიან მომეწონა. უშუალოდ მე მომიწია გაკვეთილს დავსწრებოდი. მარტივ და მნიშვნელოვან სიტყვებს სულ სიმღერ-სიმღერით ასწავლიდნენ და იმდენჯერ ამეორებინებდნენ, რომ ბავშვი თავისთავად სწავლობდა.

„მეტრონომი“: რამდენად კმაყოფილი ხართ მასწავლებლებით და რამდენად ხშირი კონტაქტი გაქვთ ბაღის ადმინისტრაციასთან?

თამთა გვაზავა: ძიძით და მასწავლებლებით ძალინ კმაყოფილები ვართ. ჩემს შვილს იმდენად უყვარს ძიძა, რომ სულ ცდილობს, რაღაცები დაუხატოს, აჩუქოს და გაახაროს.

მასწავლებლებს რასაც ვთხოვ ბავშვთან დაკავშირებით, ყველაფერს ითვალისწინებენ და მეხმარებიან. თუ დღის განმავლობაში ტელეფონზე ვურეკავ, ყოველთვის მპასუხობენ. რაც შეეხება ბაღის ადმინისტრაციას, მათთან ძალინ მჭიდრო, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. თითოეული ბავშვი იცნობს დირექტორს და მასთან ყოველდღიური, თბილი ურთიერთობა აქვს. ადრე დირექტორს ბაღში არ ვიცნობდით. ადმინისტრაციის დიდი დამსახურებაა, რომ ჩემი შვილი ასე ინტეგრირდა ბაღში, რადგან ანი რობაქიძე (დირექტორი) ბოლომდე მის გვერდით იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა ბავშვი ჯგუფში დარჩენილიყო.

მეტრონომი“: რა შეგიძლიათ გვითხრათ ფასსზე და ბაღში შექმნილ გარემოზე?

თავიდან, რომ მოვედი, ყველაფერი დავათვალიერე. ყოველდღე ვხედავ როგორ ასუფთავებენ ბაღის ტერიტორიასა და ოთახებს.

ფასი, რასაკვირველია, პირველი და გადამწყვეტია. რამდენადაც უნდა მოგწონდეს პირობები, თუ ფასს ვერ შეწვდები, ვერ მიიყვან ბავშვს. იმის გათვალისწინებით, რომ “ეკო” დილით ადრე იწყებს მუშაობას და გვიან საღამოს ამთვარებს, ძალიან მისაღები ფასი აქვს.

უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი “ეკოში“ ძალიან დიდი დოზით გრძნობს ოჯახურ გარემოსა და სითბოს. სახლში ყოველთვის სახელებით ახსენებს მეგობრებს და ყვება, რა მოხდა ბაღში.

საბავშვო ბაღი „ეკო“

#აქსიყვარულია

იტვირთბა....