ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კიდევ კარგი, ქალბატონმა, ნიკა მელიას საათი ესროლა და არა ქოში” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძე გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, სამარცხვინოა, რომ პარლამენტში პროვოკაციები ხდება.

„ყველა კონფლიქტი რაც მოხდა, „ქართული ოცნების” ბრალი იყო. გუშინ ნიკა მელიას გამოსვლა მკაცრ, პრინციპულ, ხმამაღალ ტონალობაში იყო. პარლამენტი ამ მიმართულებით არაფერს ზღუდავს. ერთი დეპუტატი ფინიასავით შეუჩნდა, მეორე უკან ტურასავით მოეპარა და ხედავდით, ბრჭყალების ჩავლება როგორ უნდოდა და ვერ მოახერხა. თუ ჩანაწერებს ნახავთ, ნიკა მელია არის „ქართული ოცნების“ თავდასხმის მსხვერპლი. ადამიანი გამოდის და არ აცდიან. ერთი უყვირის, მეორე უბრახუნებს. საბოლოო ჯამში,  ქალბატონი თავს დაესხა და კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა  – ქოში. მეორე დეპუტატი, რომელსაც თავი გმირი ჰგონია და მარჯანიშვილზე ამაყობს ქუჩაში დგომით, უკნიდან მიეპარა, როგორც ლომს ​მიეპარებიან ხოლმე ტურები“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გუშინ დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედეგების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო

იტვირთბა....