ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედია, 16 დეკემბრის აქციაზე ოპოზიცია არ მოიქცევა ისე, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია”

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა და იმედოვნა, რომ ოპოზიცია ისე არ მოიქცევა როგორც გუშინ მელია მოიქცა.

„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციული უფლება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია, ეს იქნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს ხოლმე ზოგადად. ინაუგურაციის ჩატარებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის ჩატარდება ისე, როგორც არის გათვალისწინებული,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში ჩატარდება.

იტვირთბა....