პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, გაიმართება ისე, როგორც არის გათვალისწინებული.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინაუგურაცია თელავში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად გაიმართება.
„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია. ეს არ იქნება ნამდვილად პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის გაიმართება, ისე, როგორც არის გათვალისწინებული”, – განაცხადა კობახიძემ.