“მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო