ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

16 დეკემბრის აქციაში “ევროპული საქართველო” მონაწილეობას არ მიიღებს

16 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას “ევროპული საქართველო” არ მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება.

„ევროპული საქართველო“ ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს თელავში ინაუგურაციის პარალელურად, ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას გამართავს.

იტვირთბა....