მთავარი ციტატა

“შვილო გაზს დაუწიე… ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში”

მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში. თქვენი ბელადი იქედან გმოძღვრავთ: თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ “სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო დარბაზში მომხდარი დაპირისპირების დროს.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს დაპირისპირება მოხდა არჩევნების შედების თემაზე. სიტყვიერი დაპირისპირებები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადავიდა. იხილეთ ვიდეო

 

იტვირთბა....