ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხოშტარია: განათლების მინისტრის პასუხისმგებლობა აქ არის ცალსახა

„მინისტრის პასუხისმგებლობა აქ არის ცალსახა”, – ასე ეხმაურება “ვროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს.

როგორც ხოშტარიამ “რუსთავ2-ის” ეთერში აღნიშნა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი.

“ის უნდა წავიდეს მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, რა სკამზეა ლაპარაკი. რაც არ უნდა იყოს, როდესაც ასეთი რამე ხდება სისტემაში, წარმოუდგენელია ამ თანამდებობაზე დარჩენა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ის, რომ განათლების მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს, არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ მოუსმენენ და შემდეგ დაბრუნდება სამინისტროში.

ხოშტარია აცხადებს, რომ ამ მოვლენიდან კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს ოცნებას სახელმწიფო სამსახურის, ადამიანების მიმართ და ხმების მიტაცების მიმართ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო სამსახურს აღიქვამს, როგორც საკუთარი აქტივისტების დასაქმების საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია  9დეკემბერს გარდაიცვალა. ოს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

გარდაცვლილის შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

იტვირთბა....