ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

TBC ბანკის სადაზღვევო კომპანიების ბრალდებებს პასუხობს

სადაზღვეო კომპანიები მოითხოვენ კომერციულ ბანკებს შეეზღუდოთ სადაზღვევო სფეროში საქმიანობა და ისინი კონკურენციის შესახებ კანონს დაემორჩილონ. მათ  პროტესტს საბანკო სექტორი არ იზიარებს.

სადაზღვევო ინდუსტრიის 12 წარმომადგენლის ბრალდებებს TBC ბანკში არ იზიარებენ. ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიებს ბანკები არაკონკურენტულ პირობებში არ აყენებენ.

მისივე თქმით არასწორი იქნება თუ საბანკო სექტორისთვის მთავრობა დამატებით შეზღუდვებს დააწესებს.

„ჩემი აზრით ეს იქნება შეცდომა, იქნება არასწორი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით ამ შემთხვევაში დღევანდელი რეგულაცია იძლევა საშუალებას, რომ მომხმარებელი რჩება მოგებული. ერთის მხრივ მიიღოს საუკეთესო მომსახურება, მიიღოს ახალი პროდუქტების შესაბამისად, ალბათ გათვლილი უნდა იყოს, რომ საბოლოოდ მომხმარებელი იყოს მოგებული და ჩემი აზრით TBC დაზღვევამ შეძლო ამის გაკეთება სულ ორი წლის განმავლობაში” – განაცხადა TBC ბანკის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

იტვირთბა....