ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სააკაშვილი მოხვდება “მატროსოვის” ციხეში, სადაც უკვე უნდა იყოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც მან სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მახინჯ თოჯინად მოიხსენია.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, სააკაშვილი გვაოცებს ქსენოფობიური სიძულვილის ენით.

მისი თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

“საერთოდ რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან? თვითონვე თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობაზე. უკრაინიდან გაძევების შემდეგ კვლავ ცდილობს დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ასეთი ფორმით, სიძულვილით, დაუმორჩილებლობითა და რევოლუციისკენ მოწოდებით, მოხვდება „მატროსოვის“ ციხეში, სადაც უკვე უნდა იყოს. გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი”,- განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, მისი თქმით, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

იტვირთბა....