ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დრებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას თელასის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, გამრეკელის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და ნადირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუას და მტკვრის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზრის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....