გაერთიანებული ოპოზიციის, “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ მათი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა მათ აქვთ ფანტასტიკური გეგმები.
„ჩვენ მხარს გვიჭერს რეალურად აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელიც წნეხის, ზეწოლის და დაშინების მიუხედავად მოვიდა და ეს არჩევანი გააკეთა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არჩევანი იყო საფუძველი იმისა, რომ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი. რამდენ ხანში მოხდება ეს, თქვენც ნახავთ, ჩვენც ვნახავთ.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ფუნდამენტური პრობლემები ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.