ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი მარგველაშვილს მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს,  ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, მადლობას უხდის და  წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში”, – წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ჩაანაცვლებს.

იტვირთბა....