ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მახსოვს ჩვენი ოჯახის გადარჩენილი წევრები” – სომხეთის მოქალაქე საქართველოს მადლობას უხდის

სპიტაკში აღმოჩენილი დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის.

„ბატონო ელჩო, თქვენ გწერთ ახალგაზრდა, რომელიც 1988 წელს პატარა ბავშვი იყო. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენს მაშველებს, რომლებიც ადამიანებს ნანგრევებიდან ამოსვლაში ეხმარებოდნენ. მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ კარგად მახსოვს კარავში შეფარებული ჩვენი ოჯახის გადარჩენილი წევრების, მაგალითად, ბაბუაჩემის სიტყვები: „ღმერთმა დალოცოს ეს მაშველები, ასეთი საშინელება მათ არასოდეს განიცადონ“. მაშინ არ გვყავდნენ ჩვენი მაშველები, ახლა კი გვაქვს ძლიერი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. მათი მადლობელი ვარ და მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ. ყოველთვის მზად ვარ მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ვარდითერ ბაღდასარიანის წერილში.

მიწისძვრის დროს დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ.

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ქალაქ სპიტაკში ძლიერმა მიწისძვრამ 25 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 19 ათასი ადამიანი დაშავდა, 600 ათასამდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრის სიმძლავრემ 9-10 მაგნიტუდა შეადგინა, რომლის ბიძგებმაც სომხეთის სხვადასხვა რაიონი დაანგრია. სომხეთს დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოს 111-მა ქვეყანამ. ისინი სომხეთს მედიკამენტებს და სპეციალურ სამაშველო ტექნიკას უგზავნიდნენ.

1tv.ge

სხვა ამბები

საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფი: ჩანასახს უნდა ჰქონდეს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი

newsadmin

ხუხაშვილი – ქართული ოცნება გარიცხეს ახალი ნაც. მოძრაობიდან

newsadmin

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ოცნებიდან” რიცხავენ მათ, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა

newsadmin

“საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, კარგია, კონსტიტუცია უკვე მივიღეთ”

newsadmin

“თამარ ჩუგოშვილმა დაიწყოს იუსტიციის საბჭოდან წევრების გამოწვევის პროცესი და მე პირველი მოვუწერ ხელს”

newsadmin

“ვუყურებთ პარლამენტის სხდომას … პოლიტიკური კრიზისია“

newsadmin
იტვირთბა....