არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პრეზიდენტი იმ რეგიონშიც, სადაც ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული მაინც წააგო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თელავში არჩევნები წააგო და ინაუგურაციის იქ ჩატარების ჟესტით ხაზს უსვამს, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება.

„თელავი შერჩეული იყო იმ პრინციპით, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ვრცლად და სიღრმისეულად საუბრობდა, რომ არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პრეზიდენტი ყველასთვის, მათ შორის თუნდაც იმ რეგიონში, სადაც ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით მაინც წააგო ოპონენტთან. სიმბოლურია კახეთში ამ ინაუგურაციის ჩატარება და თუკი ერეკლე მეფის სასახლეზე მიდგა ლაპარაკი, ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ იყო გამორჩეული და ესეც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

იტვირთბა....