რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის დახურვასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე აფიქსირებს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში დეგრადაცია და უკუსვლა გრძელდება.
“ჩვენი “სისხლიანი” რეჟიმის დროს ამუშავდა და ბიძინას “თავისუფლად სუნთქვის” პირობებში მეტალურგიული ქარხანა იხურება?
ალბათ ის “ახალი ასი” აგუგუუნებული ქარხანა დაასაქმებს ხალხს და ეს აღარ ჭირდება საქართველოს ეკონომიკას, რომელიც მეშვიდე წელს ყვავის. სამწუხაროა რომ დეგრადაცია და უკუსვლა გრძელდება. ჩვენს ტემპებს არ ვჩივი, ოდნავ მაინც მიდიოდეს ეკონომიკა წინ”. – წერს ბარამიძე.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ადასტურებენ, რომ ქარხანამ შესაძლოა იანვრიდან მუშაობა შეაჩეროს, თუმცა ოფიციალურ განცხადებას საწარმოში ჯერ ჯერობით არ აკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება.