ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის, არსად არ ჩანს”

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კითხვებით მიმართავს პარტიებს, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ან ამ მოთხოვნას უერთდებიან.

„ვსვამთ კითხვას, რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას? ხომ არ შეიძლება ეს მხოლოდ იმიტომ დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში? საითაც არის ეს მოთხოვნა მიმართული, ეს გასაგებია, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, არსად არ ჩანს. რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა? მე ამ კითხვებს ვსვამ და პასუხები ვერ მოვისმინე ვერც ერთი იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც ამ მოთხოვნას ან აყენებს, ან უერთდება. ჩემი პასუხი ამაზე იქნება ერთი, ვიდრე შევალთ ამ დისკუსიაში, მოთხოვნებთან ერთად მიუთითონ კონსტიტუციური საფუძვლები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

იტვირთბა....