სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასის” ოფიციაური გვერდი ავრცელებს.
“დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ლოჭინის ხევის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ემხვარის, პეტრიწის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.