მთავარი ციტატა

“ეს იქნება იგივე სქემა, რაც 2008 წელს გააკეთა სააკაშვილმა”

“გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც იყო მთავარი კონკურენტი სალომე ზურაბიშვილისა და რომელშიც დომინირებს “ნაციონალური მოძრაობა”, დააყენა 2 ძირითადი მოთხოვნა: 1. სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და 2.ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული წესით. ვადამდელი არჩევნების საკითხში, ოპოზიციურ სპექტრში ერთსულოვნება არ არის, ჩვენც, “თავისუფალ დემოკრატებსაც” მიგვაჩნია, რომ არ არის გამართლებული მოთხოვნების დაყენება და მითუმეტეს, ამ ორივე მოთხოვნის ერთობლივად დაყენება. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება კარგი, ეს კვლავ ამ ორ პოლუსს შორის დატოვებს ჩვენს საზოგადოებას. ესა არ არის კარგი მაშინ , როცა აშკარად ჩანს მზარდი მოთხოვნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანებისა, რომელიც ალტერნატიულ მოთამაშედ უნდა შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე. პროპორციული არჩევნების მოთხოვნასთან ერთად, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის დაყენება, შესაძლოა, მაშველი რგოლი აღმოჩნდეს “ქართული ოცნებისთვის”, რადგან შესაძლოა, დათანხმდეს მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს, ოღონდ იმ წესით, რომელიც ახლა არის. ჩაატაროს კიდევ ერთ, ცუდი არჩევნები და მივიღებთ იმას, რომ გაიხანგრძლივებს ლეგიტიმაციას. ეს იქნება იგივე სქემა, რაც 2008 წელს გააკეთა სააკაშვილმა”.- შალვა შავგულიძე.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი.

განცხადება გაკეთდა TVპირველი ეთერში. 

იტვირთბა....