ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მოსახლეობისგან მიუღია სრული ლეგიტიმაცია.
ამიტომაც, მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში არ უნდა იმართებოდეს.
როგორც ლომაიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ინაუგურაციაზე არ მივა, თუმცა პრობლემას ვერ ხედავს, თუკი „პატრიოტთა ალიანსის“ რომელიმე ლიდერი ღონისძიებაზე მივა.
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა, რა პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოიცხადა ჩვენმა მოსახლეობამ“,- განაცხადა ლომიამ.