საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში იტალიელი თანატოლები დაამარცხა.
მე-16 წუთზე ანგარიში იტალიამ გახსნა – თავი მორამ გამოიჩინა. ქართველთაგან გათანაბრება 24-ე წუთზე გულიაშვილმა მოახერხა, ხოლო 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი ფაცაციამ გაიტანა.