ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზოიძე: პროპორციული სისტემის შანსი ჰქონდათ და ახლა ბრალის აქეთ გადმოტანა, არაეთიკურია

“ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია, რადგან მოლაპარაკება მოთხოვნების წამოყენებასა და მერე კაპიტულაციაზე თანხმობის მოთხოვნას არ ნიშნავს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია რეალურ კონსულტაციებზე საუბრობს, მთავრობა ამისთვის მზადაა.

„თუ რეალურ კონსულტაციებზე საუბრობენ, მზად ვართ, იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ერთობლივად უკეთესი არჩევნების ჩატარება შევძლოთ. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. თვითონაც კარგად იციან, რომ ეს აზრს მოკლებულია და ამაზე საუბარი არასწორია, რადგან საარჩევნო ციკლები არსებობს. ვადამდელი არჩევნების საფუძველს ვერ ვხედავ. პროპორციული სისტემის შანსი ჰქონდათ და ახლა ბრალის აქეთ გადმოტანა, არაეთიკურია. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი სჭირდებათ, თითქოს, ხელისუფლებას შეუვალი პოზიცია უჭირავს, მაგრამ მაშინ დემოკრატია გავაუქმოთ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ და პარლამენტში პარტიები პირდაპირ მაგის მიხედვით დავნიშნოთ”, – განაცხადა ზოიძემ.

იტვირთბა....