aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა ბაქრაძე: ხანდახან მგონია, ამ ადამიანებმაც ირწმუნეს ის, რაც თავში ჩაიდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბუტა რობაქიძის მკვლელობისას უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებულმა, შსს-ს ყოფილმა მაღალცინოსანმა, ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

მისი თქმით, როცა დანაშაულის ადგილზე მივიდა, იქ იარაღი არ ყოფილა.

„დანაშაული ჩავიდინე და აღიარებითი ჩვენებაც მაქვს მიცემული. თქვენ ეს კარგად იცით. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, იარაღი არ იყო. ხანდახან მგონია, ამ ადამიანებმაც ირწმუნეს ის, რაც თავში ჩაიდეს. არ ყოფილა იქ იარაღები, ჩადეს. რატომ უნდა დავიბრალო ეს დანაშაული და სხვებს რატომ უნდა დავაბრალო? არც ჩემი თავისთვის და არც სხვებისთვის დანაშაული არ დამიბრალებია“,-განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ედება ბრალად, თუმცა ბრალს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს.

 

იტვირთბა....