სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავტრცელებს.
“დიდუბის რაიონი
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვანის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ძმები კარბელაშვილების, ყურაშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ზღვისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.