ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე: მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძესა და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს მადლობას უხდის.

“მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა . შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანენ, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. პარლამენტთან რამდენიმე თვეა, შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ, – განაცხადა სარალიძემ.

კახა კალაძე ადასტურებს, რომ პარლმამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების კარვებში მერია ელექტროენერგიას შეიყვანს

იტვირთბა....