არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: პროპორციული საარჩევნო სისტემას “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი არ დაუჭირა

“პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციის ცვლილების პირვანდელ ვარიანტში იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მას მხარი არ დაუჭირა” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ხალხის მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული.

“პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციის ცვლილების პირვანდელ ვარიანტში იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ მას მხარი არ დაუჭირა. ამიტომ, გუნდი პირველ ეტაპზე ორსაფეხურიან სისტემაზე შეთანხმდა”, – განმარტა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს “ნაციონალური მოძრაობა” არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო პროპორციულ არჩევნებს მოითხოვს.

იტვირთბა....