ხორვატმა ლუკა მოდრიჩა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო და FRANCE FOOTBALL-ის ჯილდო ოქროს ბურთი მოიგო. მანამდე ხორვატი FIFA-ს ვერსიითაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
წელს მოდრიჩმა მოიგო “ჩემპიონთა ლიგა”, ხოლო ხორვატიის ნაკრებთან ერთდ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება მესისა და რონალდოს – პორტუგალიელი მეორეს, ხოლო არგენტინელი მეხუთე ადგილს დასჯერდა.