არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არ არის და არც ყოფილა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და საარჩევნო თემატიკაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება, ისე, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

„ჩვენთვის პრიორიტეტული ის რეკომენდაციებია, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მივიღეთ. ეს ძირითადად ეუთო-ს ეხება. პარლამენტი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებს, რომელიც რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და კანონმდებლობაში ასასახად მნიშვნელოვანია. თუ ოპოზიცია სურვილს გამოხატავს, რომ ამ საკითხებზე დისკუსიაში ჩაერთოს, მხოლოდ კარგია. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ოპოზიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვთავაზობდით და კარგი იქნებოდა, მაშინ მხარი დაეჭირათ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ამის შედეგად განსაზღვრულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადის. არ მგონია, რომ ამაზე საუბრის დაწყების შესაძლებლობა ახლა იყოს. არ ვიცი, მათი დეფინიცია რა არის პოლიტიკური კრიზისის თაობაზე. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არ არის და არც ყოფილა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....