“ხალხმა ოპოზიციას შესაბამისი პასუხი არჩევნებზე გასცა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და შემოიტანოს დაპირისპირება.
„რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე”,- განაცხადა კალაძემ. კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი არჩევნების განმავლობაში არეულობაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობდა. „იყო თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მუქარაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე საუბრობდა მთელი არჩევნების განმავლობაში. კიდევ არის დამატებითი საკითხები, რომელიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ, ეს კიდევ სხვა თემაა”,- განაცხადა კალაძემ ოპოზიციის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას 5-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე იმსჯელებს.