ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვთხოვ შსს-ს დაიწყოს გამოძიება, ჰყავს თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” 800 000 ამომრჩეველი”

“პატრიოტთა ალიანსის” საგანგებო ბრიფინგზე, ირმა ინაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, დაიწყოს გამოძიება, ენმ-ს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნული რაოდენობის ხმები.

რაც არ უნდა გაბერონ მონაცემები, დაახლოებით 3000 ადამიანი მონაწილეობდა. ახლა გადავდივარ კონკრეტული შეკითხვების დასმაზე – შეკითხვა პირველი – თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რატომ მოდის 3 ათას კაცზე ნაკლები. შეუძლებელია 780 ათასი ამომრჩეველი და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი მხარდამჭერი. ყველას ესმის ეს რომ ასეა და დიდი ფილოსოფია ამას არ სჭირდება.

რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” ერთი და იგივე აქტივი ჰყავს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხან ფილარმონიის დარბაზში, ხან ვხედავთ პარლამენტის შენობასთან აქციაზე.

ამიტომ დღეს მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ვითხოვ, საქართველოს პროკურატურამ და შს სამინისტრომ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება “ნაციონალური მოძრაობის” თითქოსდა 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობს, როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან კონკრეტული თანამდებობის პირები,”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩენებში გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატმა 800 000 ხმა მიიღო.

იტვირთბა....