“ჩემი ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ჩემი გაპრეზიდენტების პირველივე დღეებში შეწყდა”, – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
“შეიძლება ითქვას, ხასიათში ვერ შევეწყვეთ. ურთიერთობა თავიდანვე გაფუჭდა და გამოსწორების მცდელობა არც გვქონია. შედეგად კი, იმ პარტიამ, რომლის სახელითაც არჩევნებში მონაწილეობა მივიღე, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდა და ჩემი დისკრედიტაცია დაიწყო. ბოლოს კი აგრესიული რიტორიკა წამოვიდა ჩემს მიმართ, რამაც ჩემი აზრით, მმართველ პარტიას და მთლიანად ქვეყანას ზიანი მიაყენა. ”ხასიათში ვერ შევეწყვეთ. ურთიერთობა თავიდანვე გაფუჭდა და გამოსწორების მცდელობა არც გვქონია. შედეგად კი, იმ პარტიამ, რომლის სახელითაც არჩევნებში მონაწილეობა მივიღე, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდა და ჩემი დისკრედიტაცია დაიწყო. ბოლოს კი აგრესიული რიტორიკა წამოვიდა ჩემს მიმართ, რამაც ჩემი აზრით, მმართველ პარტიას და მთლიანად ქვეყანას ზიანი მიაყენა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.