aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სოციალური ქსელი

გოცირიძე – მომაწოდეს ინფორმაციას, რომ “პრივატბანკის” მევალეები კვლავ დააბრუნეს ე.წ. შავ სიაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც მას აცნობეს, ”პრივატბანკის” წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის (5 წელი) გასვლის გამო ამოღებული იყო მევალეთა ე.წ. შავი სიიდან, კვლავ დააბრუნეს მასში.

“მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ”პრივატბანკის” წინაშე დავალიანების მქონე რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის (5 წელი) გასვლის გამო ამოღებული იყო მევალეთა ე.წ. შავი სიიდან, კვლავ დააბრუნეს მასში. ეს კანონდარღვევაა.

”საქართველოს ბანკმა”, რომელიც არის ”პრივატბანკის” სამართალმემკვიდრე, უნდა დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი. თუ კი, მაშინ რა მიზნით მოხდა ეს-იმიტომ ხომ არა, რომ უკვე ჩამოწერილი ვალების მქონე ადამიანები კვლავ მოხვედრილიყო ”ჩამოსაწერთა”(გულისმოსაგებთა) სიაში და ამით გაეზარდათ სტატისტიკა?
ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცეს აგრეთვე საკრედიტო ბიურომ და ეროვნულმა ბანკმა”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....