მთავარი ციტატა

ნიკა გვარამია: სააკაშვილამდე ვივლიდი და ღერაღერა ჩამოვახსნევინებდი

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა უნდა მომხდარიყო, ხელისუფლებაში რომ ვიყავი, ირინა ფრუიძის, გიორგი მოსიძის, ლევან კობერიძის, სამწუხაროდ უკვე სამოქალაქო შუღლის გამღვივებლად ჩამოყალიბებული გედევან ფოფხაძის ბანერები გამოეკრათ სისხლიან ფონზე და მე ხმა არ მომეღო (გედევან ფოფხაძეზე კი მაქვს ათასი ჯურის პრობლემიდან გამოთრევის გამოცდილება, ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე)? ხმა არ ამომეღო კი არა, სააკაშვილამდე ვივლიდი და ღერაღერა ჩამოვახსნევინებდი. მარა კაი, ის მიშა იყო, და ეს ბოროტი ბიძინაა და არ მიგესვლებათ. ხმის ამოღებას მაინც რაღა უდგას წინ? ერთი სტატუსის დაწერას? ან ჩემი ოჯახის მოკითხვას (ჩემს ცოლს ჩემზე ადრე იცნობდა ყოველი მათგანი, გედევანის გარდა)? დეკლარირებული და აქტიური ქოცი იყო ყოველი მათგანი (გედი საერთოდ დეპუტატი) და ისე გადიოდა მათი მონაწილეობით შოუ რ2ზე, კითხვის დასმაც ვერ გამიბედა ვერავინ, ამ ქოცებს რა უნდათ რ2-ზეო და რომ გაებედა, კაი ჩიტს დაიჭერდა. არც ერთხელ არ უგრძვნია არც ერთ მათგანს არავითარი პრობლემა, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით არ ვაყალიბებ დამოკიდებულებას ჩემი მეგობრების მიმართ და არც სხვას ვურჩევ. ახლა ალბათ ბაჩანას დედაზე წუხან ფარისევლურად. წუხან და ნამუსიც არ აწუხებთ, ხმა რომ არ ამოუღიათ, მათმა ხელისუფლებამ მეთოდურად რომ მიიყვანა უშესანიშნავესი ქალბატონი ია ამ მდგომარეობამდე. მათმა ხელისუფლებამ, ანუ მათმავე კოლექტიურმა მე-მ. მერე მეტყვით, რას წერ, რომ ყველაფერს იმახსოვრებო. აბა, ეს ნამუსგარეცხილობა უნდა დამავიწყდეს?! არა. არც და ვერც დამავიწყდება.

იტვირთბა....