ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ღრმაღელეს, გვაზაურისა და გუდამაყრის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დიღმის მასივის II კვარტლისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვანის, ზესტაფონისა და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის „ა“, II და VIII მიკრორაიონებში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლისა (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის აბონენტებზე.

კრწანისის რაიონში, ინგოროყვასა და შევჩენკოს ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

ვაკის რაიონში, კოსტავას, ნიკოლაძის, ქიაჩელის, მელიქიშვილის, ახვლედიანისა და ვაშლოვანის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

იტვირთბა....