გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მომავალი დღეების ამინდის პროგნოზსს აქვეყნებს.
“1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში წვიმა გაგრძელდება, აღმოსავლეთის მიმართულების ქარის სიძლიერე დაბლობში 20-25 მ/წმ-მდე, ხოლო მთაში 17-22მ/წმ-მდე შესუსტდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლომში +12,+17, მთაში +8,+13, მაღალ მთაში 0,+5 გრადუსის ფარგლებში იქნება.
2 დეკემბერს ღამისა და დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დღის მეორე ნახევარში ნალექი შეწყდება. ქარის მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შეიცვლება და მისი სიჩქარე დაბლობში 10-15 მ/წმ-ის, ხოლო მთაში 8-13 მ/წმ-ის, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით + 5, +10, დღისით +10 +15, მთაში ღამით + 1, +6, დღისით +6,+11, მაღალმთაში ღამით -2, +3, დღისით 0,+5 გრადუსის ფარგლებში იქნება.
3 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერტიტორიაზე გამოიდარებს” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშ.