ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ სამართალი ვერ იპოვა” – აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძეს აქვს შეგრძნება, რომ სამართალი ვერ იპოვა.

ზოიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს ასეთ ამინდში კვლავაც უხდებათ რუსთაველის გამზირზე ყოფნა. აბსოლუტურად გულახდილად ვამბობ ამას, აღარ დავუბრუნდები იმ საკითხს, რომ გამოძიება მიდის ჯერ კიდევ. ფაქტია, ამ ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მან სამართალი ვერ იპოვა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი რამ ამ ქვეყანაში აღარასდროს აღარ განმეორდეს,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის  1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სისიხლიან გარჩევას ორი მოზარდის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....